თეგებით ძიება

"თბილისი იღვიძებს და არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასარგებლოდ" - ნიკა მელია

თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატი ნიკა მელია მთაწმინდის მე-6 საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად მივიდა. მელიას თქმით, მეორე ტურში ამომრჩევლის უპრედენტო აქტიურობაა თბილისში.

"დარწმუნებული ვარ ძალიან, რომ გამარჯვებას მოიპოვებს კოალიციური მმართველობა, ამის საფუძველს იძლევა უკვე წინასწარი მონაცემები, რომელიცი არსებობს. თქვენ იცით, რომ მეორე ტურებში ყველა ქვეყანაში, გამოცხადება არის ნაკლები, მაგრამ წელს არის გამონაკლისი. ეს ნიშნავს, რომ თბილისმა გაიღვიძა, თბილისი იღვიძებს და არჩევანს აკეთებს მრავალფეროვნების სასარგებლოდ და არის უდიდესი ისტორიული შანსი, რომ ხვალ ჩვენ მივიღოთ სულ სხვა თბილისი. შევცვალოთ თბილისი უკეთესობისკენ. მრავალფეროვნება იქნება და არის საწინდარი და გარანტია იმისა, რომ ადამიანის უფლებების სტანდარტი იქნება დაცული.

მე ხმა მივეცი ძალიან მნიშვნელოვან გეგმებს, რომელიც აქვს კოალიციურ მმართველობას, მივედი ხმა იმას, რომ არცერთი ბავშვი თბილისელი არ შიმშილობდეს სკოლაში და უფასო კვება იყოს უზრუნველყოფილი, მე მივეცი ხმა იმას, რომ ყველა თბილისელ პენსიონერს ჰქონდეს 100 ლარიანი საპენსიო დანამატი, მივეცი ხმა იმას, რომ ყველაზე საუკეთესო თბილისელი სტუდენტი დაფინანსდეს თბილსიის მერიის მიერ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტში", - თქვა ნიკა მელიამ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა