თეგებით ძიება

"ყურის მოჭრით მემუქრებოდნენ" - საბურთალოზე ოპოზიციის მხარდამჭერი დამკვირვებელი სცემეს

საბურთალოზე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ოპოზიციის მხარდამჭერი დამკვირვებელი სცემეს. ადგილზე ვითარება დაძაბულია. დაზარალებულის ინფორმაციით, ოცმა კაცმა დარღვევის აღმოჩენის გამო სცემა. მისი თქმით, ფიზიკური ძალადობა საარჩევნო უბანზეც გახორციელდა.

"უბანზე აღმოვჩინეთ "გარაჟი", სადაც ამომრჩევლები შედიოდნენ და ღვინით უმასპინძლდებოდნენ. სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი იყო, კამერა დაგვიმტვრიეს. ოცმა კაცმა იძალადა ჩემზე. უბანზე შემომყვნენ და უბანზეც მცემეს. ნინია ცისკარიშილს, ერთი ბეწო სიფრიფანა ქალია, არის დამკვირვებელი, ზედ გადაუარეს, სასწრაფო დასჭირდა. დაამტვრიეს ტექნიკა. ყველაზე მოძალადე ხალხია. მივიღე მძმე ტკივილი, მემუქრებოდნენ ყურის მოჭრით, დდამსდევდნენ "პლასკაგუბცით",- ამბობს დაზარალებული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა