თეგებით ძიება

"გარკვეული მცდელობები იყო პროვოკაციების მოწყობის, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე" - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს გარკვეული მცდელობები იყო პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, რისთვისაც პრემიერი მათ მადლობას უხდის.

პრემიერის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, ყველას კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი.

"დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული მცდელობები იყო პროვოკაციების მოწყობის, მათ შორის ზუგდიდში, მაგრამ პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე, მე მინდა მათ მადლობა გადავუხადო და ჩვენ რა თქმა უნდა, არც ერთ პროვოკატორს არ მივცემთ უფლებას, რომ საარჩევნო უბნებზე გარკვეული არეულობა, შფოთი და ქაოსი შეიტანოს. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტიის წარმომადგენელი იქნება, ყველას კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა