თეგებით ძიება

"აქცია იქნება პერმანენტული" - რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები რუსთავის ციხესთან დღესაც შეიკრიბებიან. პროტესტი პენიტენციურ დაწესებულებასთან 18:00 საათზეა დაანონსებული.

მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები ამბობენ, აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მტავარი მოთხოვნები არ შესრულდება.

"დღევანდელი აქცია, ხვალინდელი აქცია, ზეგინდელი აქცია იქნება პერმანენტული, რეგიონებს მოვიცავთ და ხალხი გამოვა ქუჩაში. ეს ხალხი არის თავისი ნებით, უფულოდ, დაუფინანსებლად, დახმარების გარეშე ქუჩაში გამოსული. ესენი არ არიან „ქართული ოცნების“ მხარამჭერები, რომლებიც 50 ლარად გამოდიან პროტესტის გამოსახატავად. უბრალოდ ვერ ჩერდებიან სახლში, იმიტომ, რომ მათ წაართვეს ხმა, მათ წაართვეს ჯანმრთელობის უფლება, მათ წაართვეს ამ ქვეყანაში ცხოვრების უფლება და სთავაზობენ კომბოსტოს მკრეფავებად წასვლას უცხოეთში. აი, ამას აპროტესტებს და მიშა სააკაშვილი არის სიმბოლო ამ წინააღმდეგობის უსამართლობისადმი, რაც ხდება, - თქვა ჩალაძემ.

რუსთავის მე-12 პენიტენიცურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 34 დღეა შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა