ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება ცნობილია - EU საქართველოში "ტექნიკურ მისიას" აგზავნის
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილება ცნობილია - როგორც "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში ევროკავშირის კომისიის "ტექნიკური მისია" ჩამოვა.
მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს.
ცნობილია, რომ მინისტრების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საგანგებო ბრიფინგზე ჯოზეფ ბორელი რამდენიმე საათში გააჟღერებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი. ქვეყანაში გაემგზავრება EEAS/ევროკავშირის კომისიის ოფიციალური პირების "ტექნიკური მისია". ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. ODIHR ევროკავშირის ოფიციალურ პირებს სიტუაციის შესახებ ცნობებს მიაწვდის". - წერს იოზვიაკი.
ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს.