თეგებით ძიება

რუსთავის ციხესთან აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ

რუსთავი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, ოპოზიციონერი ლიდერები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან.

მათივე განცხადებით, იქამდე არ დაიშლებიან სანამ მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.

გარდა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანისა, აქციის მონაწილეები და ორგანიზატორები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებსაც აპროტესტებენ და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა