თეგებით ძიება

"სიკვდილი, გარდაცვალება უნდოდათ ამ ლეშისმჭალებს და მიიღეს!" - ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი რუსთავის ციხესთან მიმდინარე მიხეილ სააკაშვილის მომხრეების აქციას ეხმაურება, სადაც აქციის მონაწილე შეუძლოდ გახდა და დაიღუპა.

„სიკვდილი, გარდაცვალება უნდოდათ ამ ლეშისმჭალებს და მიიღეს! ხომ გვაფრთხილებდა სუს-ი, რომ მათი მიზანი ადამიანის გარდაცვალება იყო?“, - წერს ნიკოლეიშვილი.

ინფორმაციისთვის, რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ახალგაზრდა კაცი შეუძლოდ გახდა და დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც მამაკაცს დახმარებას ადგილზე უწევდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი რუსთავის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

Pia


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა