თეგებით ძიება

“ხელისუფლებას ვაძლევთ 24-საათიან ვადას…” – რას აანონსებს ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლებას 24 საათს აძლევენ, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაიყვანონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნიკა მელია ორშაბათს, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე თავისუფლების მოედანზე მასშტაბურ აქციას აანონსებს.

“ხელისუფლებას ვაძლევთ 24 საათიან ვადას, რომ გადაიყვანონ სამოქალაქო ჰოსპიტალში. 24 საათი აქვს დრო ბიძინა ივანიშვილს, იმისთვის, რომ თუ ვინმეს საღი აზრი შერჩენია ხელისუფლებაში, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გადაიყვანონ იქ, სადაც იქნება უზრუნველყოფილი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

თუ 24 საათში, ამას მაინც არ გააკეთებენ, ჩვენ ორშაბათს, საღამოს 20:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე”,-თქვა ნიკა მელიამ.

pia


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა