თეგებით ძიება

"როგორ შეიძლება აქციაზე, რომელსაც ამდენი ხანია აანონსებენ, ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა არ იდგეს?" - ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი აქციაზე მყოფი ადამიანის გარდაცვალების შესახებ საუბრობს და ჰყვება:

“ადამიანი გახდა ცუდად… დავიწყოთ იმით, რომ როგორ შეიძლება აქციაზე, რომელსაც ამდენი ხანია აანონსებენ, ერთი სასწრაფო დახმარების მანქანა არ იდგეს? არსებობს დადგენილი ნორმა, რომ სასწრაფო, სახანძრო მანქანა ასეთი აქციების დროს ყოველთვის დგას. ისე დააგვიანა სასწრაფომ მოსვლა, ადამიანებმა ჯერ ხომ იქვე ჩაუტარეს დახმარება (რეანიმატოლოგი აღმოჩნდა იქ), მერე მოქალაქეებმა გადაიყვანეს და გზაში დაეწიათ სასწრაფო. არ ვიცი, ძალიან მძიმე ამბავია. გარდაიცვალა ეს ადამიანი.

ადამიანი მოვიდა სხვის გადასარჩენად და ეს ადამიანი ვერ გადავარჩინეთ. სიტყვები არ მყოფნის. ძალიან ცუდი ამბავია.”


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა