თეგებით ძიება

"როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, შევწყვეტ შიმშილობას" - ელენე ხოშტარია

მოძრაობა "დროას" ლიდერი,ელენე ხოშტარია, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით საკანნმდებლო ორგანოს შენობაში შიმშილობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, შეწყვეტს შიმშილობას.

"ვისთანაც პირადი კონტაქტი არ მაქვს და შეიძლება აინტერესებდეს:
მე 5 დღე იწყება, რაც წყალზე ვარ (უშაქრო ყავასაც ვსვამ)
ყოველ დღე მოდის ექიმი
ხვალიდან ანალიზებსაც ავიღებ უკვე
ყველა მაჩვენებელი ნორმაში მაქვს
ერთი წამიც კი არ ყოფილა, რომ შიმშილს შევეწუხებინე
არაფერი არ მაწუხებს და განწყობა მაქვს ძალიან მშვიდი და მყარი
აბსოლუტურად არ მანერვიულებს არც ოცნების წევრების, არც ტროლების ქილიკო, ამიტომ არც თქვენ შეყვეთ ჩხუბში
როგორც კი მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე მოიხსნება, ცხადია შევწყვეტ შიმშილობას. მანამდე შანსი არაა
შიმშილის ერთერთი მიზეზი მძიმე დაპირისპირების თავიდან აცილებაა, რაც კლინიკაში გადაყვანით განეიტრალდება. ამიტომ, ვინც ანგარიშს მიწევს, გთხოვთ მოუფრთხილდით ერთმანეთის ნერვებს და საერთო ისტერიაში არ შევიდეთ", - წერს ელენე ხოშტარია ფეისბუქზე.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა