თეგებით ძიება

"კაცთმოძულე ხელისუფლება გვყავს!" - თინა ხიდაშელი სააკაშვილის ციხის კადრებზე

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშლი საქართველოს მესამე პრეზიდენტისციხის კადრებს ეხმაურება, სადაც ჩანს, თუ როგორ იღებს საკვებ დანამატს მიხეილ სააკაშვილის ციხის ექიმის კაბინეტში.

"თურმე ფსკერი არ არსებობს! ეს არის ერთადერთი რაც უკვე ზუსტად ვიცით!
კიდევ რა ვიცით?
- კაცთმოძულე ხელისუფლება გვყავს!
- კაცი არ არის ამხელა პოლიტიკურ ლიდერშიფში ამ ტალახიდან ამოხტომის სურვილის ნიშან-წყალი ეტყობოდეს!
- ადრე დავწერე და ეხლაც გავიმეორებ, როგორი სახელმწიფო ხარ ყველაზე უკეთ სწორედ პატიმრების მიმართ მოპყრობაში ვლინდება!
- იმანაც მანდ მოიტეხა კისერი, თქვენც მანდ გაფუჭდით", - წერს თინა ხიდაშელი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა