თეგებით ძიება

"40 წუთი ვევედრებოდით პატრულს სასწრაფო დახმარების მანქანა დროზე მოსულიყო" - ხატია დეკანოიძე აქციის მონაწილის გარდაცვალებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე რუსთავში, აქციაზე აქციის ერთ-ერთი მონაწილის გარდაცვალების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა 40 წუთით დაიგვიანა.

"ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ ახლობლების ტრაგედიას. აქციაზე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა ერთი ადამიანი. საშინლად განვიცდით და მართლა უმძიმესი ტრაგედიაა.

იმედზე ეს ტრაგედიაც პროპაგანდისთვის გამოუყენებიათ.

მე და ჩემთან ერთად 30 მდე ადამიანი შევესწარით, როცა 40 წუთის განმავლობაში სასწრაფო დახმარება ვერ მოვიდა. 40 წთ ვევედრებოდით პატრულს სასწრაფო დახმარების მანქანა დროზე მოსულიყო. ექიმმა, ვინც აქციაზე იყო ხელოვნური სუნთქვით აცოცხლა ადამიანი, სანამ ექიმები ფეხით არ მოვიდნენ. ფეხით (!!!) იმიტომ, რომ უკანა მხარეს სასწრაფომ ვერ მოაღწია. რატომ არ იდგა ამხელა აქციაზე სასწრაფო დახმარების მანქანა.
ვიზიარებ, ტრაგედიაა", - წერს ხატია დეკანოიძე.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა