თეგებით ძიება
07. 11. 2021 COVID - 19

"მოსახლეობის 60%-ს აცრა არ არის საკმარისი..." - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ კოვიდპანდემიის დასაძლევად მოსახლეობის 60%-ს აცრა არ არის საკმარისი.

"ინფორმაცია ევროპის ორი ქვეყნიდან, სადაც საქართველოზე 2-ჯერ მეტი ადამიანია აცრილი სრულად
ავსტრიამ პარასკევს განაცხადა, რომ ის უკრძალავს მათ, ვინც სრულად არ არის აცრილი Covid-19-ის საწინააღმდეგოდ , კაფეებში, რესტორნებში და საპარიკმახეროებში შესვლას. ავსტრიის მოსახლეობის დაახლოებით 64% სრულად არის ვაქცინირებული Covid-ის წინააღმდეგ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში.

15 ნოემბრიდან, ლატვია საშუალებას მისცემს ბიზნესებს გაათავისუფლონ მუშაკები, რომლებიც უარს იტყვიან ან კოვიდ ვაქცინის მიღებაზე ან დისტანციურ სამუშაოზე გადასვლაზე, რადგან ქვეყანა ებრძვის ერთ-ერთ ყველაზე უარეს კოვიდ ტალღას ევროკავშირში. ახალი კანონი საშუალებას აძლევს ბიზნესს ანაზღაურების გარეშე დატოვოს არავაქცინირებული პირები, თუ ისინი უარს იტყვიან ან Covid-ის ვაცინაზე ან, თუ ეს შესაძლებელია, დისტანციურ სამუშაოზე გადაყვანაზე. შემდეგ მათ შეუძლიათ გაათავისუფლონ თანამშრომლები, თუ ვაქცინას არ მიიღებენ შეჩერებიდან სამი თვის განმავლობაში. ლატვიაში მოსახლეობის 60% სრულად აცრილი.
მოსახლეობის 60%-ს აცრა არ არის საკმარისი...ეს უკვე ივნისიდან არის ცნობილი ყველასთვის", - წერს წერეთელი ფეისბუქზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 7 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 2 003 963 აცრა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა