თეგებით ძიება

პერფორმანსი სუს-ის წინ - "გირჩი - მეტი თავისუფლების" წარმომადგენლებმა უწყების ეზოში ნაგავი დაყარეს

"გირჩი-მეტი თავისუფლების" პერფორმანსი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ - პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ და მისმა მხარდამჭერებმა უწყების ეზოში ნაგავი გადაყარეს.

"30-მა კაცმა სახლიდან წამოვიღეთ ნაგავი, აღარ ჩავყარეთ ურნებში, მოვიტანეთ და დავყარეთ სუს-ის შესასვლელთან, რადგან ეს ადგილი გვგონია ბოროტების მთავარი ამბავი ქვეყანაში. არაფრის გაპროტესტებას აზრი არ აქვს ცესკო-სთან და რაღაც უწყებებთან, აქედან იმართება ეს ქვეყანა, ესენი მართავენ, ესენი აშანტაჟებენ, ესენი აშინებენ, ესენი ატარებენ ამ ქვეყანაში არჩევნებს, ამიტომ გვგონია, რომ პროტესტის ერთ-ერთი სამიზნე უნდა იყოს ეს შენობა მუდმივად", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ზურა ჯაფარიძე სუს-ის შენობასთან ნაგვის დაყრისთვის დააჯარიმეს. 80-ლარიანი სანქცია მას პატრულის ინსპექტორმა გამოუწერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა