თეგებით ძიება

ვღელავ, მაგრამ ძალიან ვამაყობ ჩემი ქალიშვილით - ელენე ხოშტარიას მამა

ვღელავ, მაგრამ ძალიან ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, - ამის შესახებ მოძრაობა "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას მამამ მოშიმშილე შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

"მადლობა ღმერთს, საგანგაშო მდგომარეობა არ არის. რაც შეეხება უნდა გააგრძელოს თუ რა შიმშილობა, ეს არის ხაზგასმულად პიროვნების ამბავი. ჩემი ქალიშვილია გასაგებია, მაგრამ ჯერ ერთი დიდი ხანია უკვე თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, მითუმეტეს ისეთს, როგორიც არის შიმშილობა. ცხადია, მე მამა ვარ და ბუნებრივია, აბსოლუტურად ძალიან ვღელავ, ჩემზე არ არის დამოკიდებული. მაგრამ ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, ძალიან ვამაყობ", - თქვა გოგი ხოშტარიამ.

ელენე ხოშტარია საპყრობილეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით უკვე მე-5 დღეა შიმშილობს. ხოშტარიას დღეს, სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა