თეგებით ძიება

8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან დავიწყოთ! - ნიკა მელიას მიმართვა

8 ნოემბერს, 8 საათზე თავისუფლების გამარჯვება თავისუფლების მოედნიდან დავიწყოთ! - ამის შესახებ "ნაციონალურმა მოძღაობის ლიდერმა, ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მიეძღვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანის თაობაზე ოპოზიციის ულტიმატუმის დროის ამოწურვას.

"მინდა მოგმართოთ ქართველ პატრიოტებს, ჩვენი სამშობლოს გულშემატკივრებს! ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა ამოიწურა. ივანიშვილის რეჟიმმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიკვდილით დასჯის განაჩენი არ გააუქმა და აპირებს ბოლომდე მიიყვანოს მისი აღსრულება!

მინდა განვაცხადო და პირობა დავდო ჩემი და ჩემი მეგობრების სახელით, ეს არ მოხდება. ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყნის ღირსებას, დიახ, მე მიმაჩნია ქვეყნის ღირსება ვერ იქნება დაცული თუ ჩვენ ახლა უკვე მეორედ, მეორე საქართველოს პრეზიდენტს მოვკლავთ!

დღეს სწორედ სააკაშვილის ტყვეობა არის ყველაზე უფრო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ საქართველო დგას ისტორიულ გზაჯვარედინზე - დასავლეთი თუ რუსეთი. დასავლური საქართველო ითხოვს სააკაშვილის თავისუფლებას, რუსული საქართველო კი, ვხედავთ, ბედნიერია მისი ტყვეობით და მის სიკვდილს ელოდება!

სწორედ ამიტომ, დიახ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის გადარჩენაზე დღეს გადის ჩვენი ისტორიული არჩევანის ხაზი - ვირჩევთ დასავლეთს თუ რუსეთს! ", - განაცხადა ბრიფინგზე მელიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრების დღიდან შიმშილობს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა