თეგებით ძიება

ჩემს შვილს საფრთხე ემუქრება - გიული ალასანია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს საფრთხე ემუქრება.

როგორც ალასანიამ განმარტა, მისი თხოვნაა, იცოდეს, თუ სად იმყოფება მიხეილ სააკაშვილი.

"დიდი ხალხია ქუჩაში გამოსული. ეს ხალხი რისკის ქვეშაა. არაფრისგან არ ვართ დაზღვეული, რომ რაღაც პროვოკაციები მოეწყოს... ჩემ შვილს რა თქმა უნდა ემუქრება საფრთხე, მაგრამ ასეთ პირობებში საფრთხე ემუქრება ყველას, ყველას გვემუქრება საფრთხე, როცა ადამიანის უფლებების ასეთი ხშირი დარღვევაა. არც ერთი ადამიანის უფლება არაა დაცული", - განაცხადა გიული ალასანიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა