თეგებით ძიება

გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქციები არ გაიმართება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, გლდანის ციხესთან ოპოზიციის აქციები არ გაიმართება.

როგორც მელიამ აქციაზე განაცხადა, ისინი "ქართულ ოცნებას" პროვოკაციას არ წამოეგებიან, რათა შემდგომ ხელისუფლებამ ციხის ბუნტის ინსცენირება მოაწყოს.

"მე, როგორც თქვენი მეგობარი გეუბნებით, რომ გლდანის ციხესთან აქციის გამართვა აღიქმება პროვოკაციად. მიხეილ სააკაშვილი მოათავსეს იქ, სადაც კრიმინალები, ძალიან მძიმე დამნაშავეები, „კანონიერი ქურდები“ ჰყავთ, სწორედ იქ შეიყვანეს მიხეილ სააკაშვილი. იქ ახლა აქციის გამართვა არის ბროლის ოცნება „ქართული ოცნების“, რომ ბუნტის ინსცენირება მოახდინონ იქ და მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს და მერე რუსეთის ფედერაციის დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩვენ შემოგვაწმინდონ ტანზე. ამიტომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ფეხი აქედან არცერთმა ჩვენგანმა არ მოვიცვალოთ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეს ღონისძიება, მესამე პრეზიდენტის ნების წინააღმდეგ განხორციელდა.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. ის დაკავების დღიდან შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა