თეგებით ძიება

თბილისში, ოპოზიციის აქციამ თავისუფლების მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლა

თბილისში, ოპოზიციის აქციამ თავისუფლების მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლა.

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ არ დაიშალონ და კანცელარიას წრე შემოარტყან.

როგორც მელიამ აღნიშნა, დღეიდან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს „აღარ მიეცემა კანცელარიაში შესვლის და გამოსვლის საშუალება.

„ვისაც ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, ყველა დავრჩეთ, ახლა სახლებში ყოფნის დრო არ არის. მეტიც, ვინც გვიყურებთ, ხვალ დილიდან შემოგვიერთდით, პარალელურად კანცელარიის შენობასთან დიდი, მძლავრი აქცია გაგრძელდება. თუ ბატონი ღარიბაშვილი შიგნითაა, ვერ გამოვა, თუ არ არის, ვერ შევა”, - აღნიშნა მელიამ.

მისივე თქმით, ხალხი არ დაიშლება ამანამდე, სანამ მიხეილ სააკშვილს სამოქალაქო პროფილის კლინიკაში არ გადაიყვანენ და არ გაათავისუფლებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა