თეგებით ძიება

"ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამომიცხადა: "აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს.

მისივე თქმით, გადაყვანისას ციხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

"მე აქ გადმომიყვანეს მოტყუებით, მას შემდეგ, რაც გამომიცხადეს, რომ ქალაქის რეგულარულ კლინიკაში მივყავდი. გამიუქმეს შეხვედრა ექიმებთან და პაემანი დედაჩემთან და ჩემს შვილებთან. როდესაც მიმიყვანეს კრიმინალების კორპუსთან, რომელთან ატეხეს დიდი ჟრიამული და არ შეწყვეტილა ეს ჟრიამული ამ წუთამდე. ხოლო ციხის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, როგორც ჩანს, ხელმძღვანელმა მუშაკმა, გამომიცხადა: აჰა, ჩიტო, ხომ ჩაგიგდეთ ხელში და გინებაც მოაყოლა", - ამბობს სააკაშვილი წერილში, რომელიც საზოგადოებას "მთავარი" არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გააცნო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა