თეგებით ძიება

"თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს" - ელენე ხოშტარია

"დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმას არ შეწყვეტს, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ კითხვები იარსებებს.

"ვიშიმშილებ მანამ, სანამ მისი სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, მე არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას, მე ვაგრძელებ შიმშილობას. ერთადერთი, რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს," - აცხადებს ელენე ხოშტარია.

ელენე ხოშტარია უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა