თეგებით ძიება

“სააკაშვილი არის მძიმედ, თუმცა სასამართლოში გამოცხადებას ჩვენ ვითხოვთ. შეძლებს, ყველა ძალას მოიკრებს" - ბექა ბასილაია

ექსპრეზიდენტის ადვოკატები ხვალისთვის დანიშნული სასამართლო პროცესის გამართვას სასამართლოს დარბაზში ითხოვენ, როგორც სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი შეძლებს ძალების მოკრებას და სასამართლო პროცესებზე დასწრებას.

“სააკაშვილი არის მძიმედ, თუმცა სასამართლოში გამოცხადებას ჩვენ ვითხოვთ. შეძლებს, ყველა ძალას მოიკრებს. სააკაშვილის მთელი მოტივაცია არის, რომ სასამართლო პროცესზე გამოცხადდეს.

მათ არ აკმარეს მიხეილ სააკაშვილს ის კანონდარღვევები, რაც მთელი ამ თვის მანძილზე ხდებოდა, გაიტაცეს, მოათავსეს იქ, სადაც მის მიმართ ხორციელდება ფსიქოლოგიური ტერორი, სადაც ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას.

მიხეილ სააკაშვილს უთხრეს, რომ გადაჰყავდათ კერძო კლინიკაში, და რას ნიშნავს თავისი ნებით გადაიყვანეს, როცა კერძო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილებაზე შეატყობინეს, ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი და ჩვენ რამდენი ხანია ვითხოვთ მის კერძო კლინიკაში გადაყვანას,” – განაცხადა ბექა ბასილაიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა