თეგებით ძიება

"სააკაშვილი საბჭოთა მნიშვნელობით, ფსიქიატრიულში გადაიყვანეს" - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „საბჭოთა მნიშვნელობით, ფსიქიატრიულში გადაიყვანეს“.

„საბჭოთა მნიშვნელობით, ფსიქიატრიულში გადაიყვანეს, 80-იან წლებში დისიდენტები რომ გადაჰყავდათ, მერე ფსიქოლოგიურად რომ გაეტეხათ. იქ მას დახვდა სანიტრის ფორმაში გადაცმული კრიმინალები. იმის მაგივრად, რომ 40-დღიანი ნაშიმშილარი ადამიანი უკეთეს პირობებში გადაეყვანათ, რასაც ადამიანის ორგანიზმი ითხოვს და ადამიანის უფლებებიც ავალდებულებს ამ ნაძირლებს, გადაიყვანეს გაცილებით უფრო მძიმე პირობებში. წარმოიდგინეთ, როცა ხელის გაწვდენაზე არიან კრიმინალები, რომლებიც რასაც უნდათ ციხის ადმინისტრაცია დაავალებს და აყვირებს. როგორც აქ ღობეა და იმის იქეთ სამედიცინო დაწესებულება არ არის, ასეა გლდანის ციხეც. იმას შეიძლება მხოლოდ ფსიქიატრიული ეწოდოს, სადაც ადამიანები მიჰყავდათ ფსიქოლოგიური ტერორისთვის და გატეხისთვის", - განაცხადა უგულავამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა