თეგებით ძიება

"ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი" - თამარ გაბუნია გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მაღალტექნოლოგიური აღჭურვილი არ არის და შესაძლებელია დახმარება დასჭირდეთ.

„მე გახლდით გლდანის საავადმყოფოში რამდენიმე ხნის წინ. ასევე რეგულირების სააგენტომ შეამოწმა. რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია გითხრათ არის ის, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, რეანიმაციების ბრიგადა მობილიზებულია. ინტენსიური თერაპია ნიშნავს მიმდინარე პერიოდში კარდიალურ ფუნქციებზე დაკვირვებას, ასევე გადასხმების უზრუნველყოფას ინტენსიური თერაპიის სხვა შესაძლებლობების გამოყენებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. თუმცა ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და ბუნებრივია, შესაძლებელია დახმარება დასჭირდეთ“, – განაცხადა გაბუნიამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა