თეგებით ძიება

"ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კი არა, ნაძირალა ხარ" - ნიკა გვარამია მიშა სარჯველაძეს

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს მიშა სარჯველაძეს მიმართავს და მას ნაძირალას უწოდებს.

“ყველაფერთან ერთად, მიხეილ სააკაშვილის გლდანში გადაყვანით და ე.წ. პატიმრების “შუმოკის” და შემსვლელებისთვის ე.წ. “პრახოდების” მუდმივი ორგანიზებით, ხელისუფლებამ პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა მისი დაცვის უფლების განხორციელება, პირადი ექიმის მონახულების უფლება, ოჯახის წევრებთან მისი შეხვედრის უფლება და პარლამენტის წევრების მიერ პატიმრის მდგომარეობის მონიტორინგის უფლება.

მიშა სარჯველაძევ, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე კი არა, ნაძირალა პირცურცლი ხარ, რას გიხდის ამდენს “ფოთის პოლიცმეისტერი”, შე კიკუ, ასეთებს რომ კადრულობ”, - წერს ნიკა გვარამია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა