თეგებით ძიება

"ათამდე ადამიანმა წელს ზევით ტანსაცმელშემოხეული მიწაზე ათრია" - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში მასზე ფიზიკური ძალადობის გზით მოათავსეს.

"მიხეილ სააკაშვილი ათამდე ადამიანმა იძულებით, წელს ზევით ტანსაცმელშემოხეული მიწაზე თრევის გზით მიიყვანეს დაწესებულებამდე და იძულებით მოათავსეს... შეურაცხყოფას , ცხადია, ჰქონდა ადგილი, მესამე პრეზიდენტის მიმართ, არა მესამე პრეზიდნეტის მიერ. ის უწევდა წინააღმდეგობას, თუნმცა არ არსებობს არცერთი ადმაიანი, ვისაც მან ხელი დაარტყა. ძალობვანი უწყების ორმა წარმომადგენელმა სცადა ასევე იძულებით ანალიზების აღება, სისხლის აღება და მას მიუახლოვდნენ შპრიცებით და ნემსებით, რაზეც სიტყვიერი უარი განაცხადა, ხოლო მას შემდეგ, რაც სცადეს, რომ აეძულებინათ, რომ დაებათ, გაეკავებინათ და ძალით აეღოთ ანალიზები, მან ჰკრა ხელი ანალიზატორს, რომელიც არ გაფუჭებულა, - თქვა უფლებადამცველმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა