დაავადებათა კონტროლის ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის განახლებულ სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 34 პროცენტზე მეტი:
- 18 ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 074 270 აცრა.
- სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 092 918 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 38.5 %.
- სრულად ვაქცინირებულია 973 796 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.1%.
- 17 ნოემბერს აიცრა 7 307 ადამიანი.