ხუთიდან 11 წლამდე ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გაიცა
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ევროპის წამლის სააგენტომ ხუთიდან 11 წლამდე ბავშვებში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცა.
წამლის სააგენტო ახლა რეკომენდაციას ევროკომისიას გადაუგზავნის, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. ევროპის წამლის სააგენტოში აცხადებენ, რომ ხუთიდან 11 წლამდე ბავშვებში ნაკლებ დოზას გამოიყენებენ და აცრა სამი კვირის ინტერვალით ორ ეტაპად განხორციელდება.