თეგებით ძიება
26. 11. 2021 COVID - 19

ორი პირბადე გაიკეთეთ - ივანე ჩხაიძე ე.წ. შავ პარასკევზე

იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ე.წ. შავ პარასკევთან დაკავშირებული გაზრდილი მობილობის პირობებში, მოსახლეობამ მკაცრად უნდა დაიცვას რეგულაციები.

„თუ ჩვენ სავაჭრო სივრცეში შევდივართ, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად გვეკეთოს პირბადე. ვერ ვიტყვი, რომ დისტანციის დაცვა მოხერხდება, მაგრამ მაინც მაქსიმალურად ვეცადოთ დისტანცირება, ყოველ შემთხვევაში - პირისპირ კონტაქტის თავიდან არიდება. თუ მართლაც იქნება ასეთი აჟიოტაჟი და ბევრი ადამიანის თავმოყრა, ორი პირბადე გაიკეთეთ“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა