თეგებით ძიება
26. 11. 2021 COVID - 19

"ვერ არის საქმე კარგად... " - გიორგი ფხაკაძე საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც ე.წ. დელტა შტამზე 10-ჯერ უფრო გადამდებია.

"დამატებითი ინფორმაცია ახალ ვარიანტთან დაკავშირებით:

ნამდვილად ვერ არის საქმე კარგად. ამ ამბავმა გამოიწვია დღეს მსოფლიო ნავთობის ფასის ვარდნა ევროპაში 5%-ით და ამერიკაში 6.2%-ით. ევროპულ ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების ფასების ვარდნა 2.4%-მდე, ბიტკოინმა დაკარგა 7%!

გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 - ოფიციალური სახელი, ალბათ ამ დღეებში ექნება. სავარაუდო სახელია “ნუ” Nu.

სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს

ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში.
სად არის გავრცელებული ახალი ვარისნტი:
სამხრეთ აფრიკა
ბოტსვანა
ნამიბია
ბელგია
ლესოტო
ესვატინი
ზიმბაბვე
ჰონგკონგში (ჩინეთი)
ისრაელი
რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!
ძალიან სწრაფად ვრცელდება,
საკმაოდ ბევრი მუტაცია აქვს,
შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში,
არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი იქნება ნათელი დაახლოებით 2 კვირაში.

რატომ არის ამდენი მუტაცია სამხრეთ აფრიკაში? იმიტომ, რომ მოსახლეობის მხოლოდ 24% არის აცრილი და უმრავლესობა არის დაინფიცირებული… არაფერს გაგონებთ?!… ჩვენ ისე ვიზამთ, რომ ქართულ ვარიანტსაც შევქმნით…

რაც უფრო ბევრია აუცრელი ადამიანი, მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და მით უფრო ბევრი მუტაცია ჩნდება… ეს არის ევოლუციის კანონი (ვინც ბიოლოგია სკოლაში ისწავლეთ, იმედია, გახსოვთ. ვინც გააცდინეთ ეს გაკვეთილები, ჯობს, კომენტარების წერა არ დაიწყოთ, ნუ გაასაჯაროვებთ თქვენს “განათლებულობას”).

რა უნდა ქნას სახელმწიფომ ახლა. დროებით ჩაკეტოს შემოსვლა რისკის მქონე ქვეყნებიდან ისევ როგორც ეს უკვე გააკეთეს: დიდი ბრიტანეთმა, იაპონიამ და ჰოლანდიამ . სინგაპური, იტალია , საფრანგეთი და ისრაელი ასევე გააწითლეს მოზამბიკი.
დროებით უნდა შეჩერდეს შემოსვლა:
ნამიბიიდან
ლესოტოდან
ესვატინიდან
ზიმბაბვედან
ბოტსვანადან
მოზამბიკიდან
სამხრეთ აფრიკიდან
ჰონგკონგიდან (ჩინეთი)

რა უნდა გააკეტოთ თქვენ:
მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები!
დროზე აიცერით ფაიზერ/ბიონტეკით ან მოდერნას ვაქცინებით!
ჯანმრთელობას გისურვებთ … ", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა