თეგებით ძიება
26. 11. 2021 COVID - 19

ევროპაში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი, ზაზა წერეთელის ინფორმაციით, Covid-19-ის ახალი ვარიანტის B. 1.1.529 პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ევროპაში.

"რამოდენიმე წუთის წინ
ევროპაში Covid-19-ის ახალი ვარიანტის B. 1.1.529 პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ბელგიაში არავაქცინირებულ ახალგაზრდა ზრდასრულ ქალში, რომელსაც განუვითარდა გრიპის მსგავსი მსუბუქი სიმპტომები თურქეთის გავლით ეგვიპტეში მოგზაურობიდან 11 დღის შემდეგ.

პაციენტს არ ჰქონია რაიმე კავშირი სამხრეთ აფრიკასთან ან სამხრეთ აფრიკის სხვა ქვეყნებთან. მისი ოჯახის არცერთ წევრს არ განუვითარდა სიმპტომები. KU Leuven-ისა და UZ Leuven-ის უნივერსიტეტების მკვლევარების მიერ დიაგნოზის დასმის დროს პაციენტს მაღალი ვირუსული დატვირთვა ჰქონდა", - წერს ზაზა წერეთელი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა