კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, ჯანმომ საგანგებო სხდომა მოიწვია
სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის B.1.1.529-ის გამო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საგანგებო სხდომა მოიწვია.
კორონავურისის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დადასტურა ევროპაშიც, ბელგიაში.
ბოტსვანასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ამ ვარიანტით ინფიცირების რამდენიმე ათეული შემთხვევაა. კორონავირუსის ახალი სახეობა ჰონ-კონგშიც დაუდასტურდა პირს, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
არსებული ინფორმაციით, ახალი ვარიანტი, შეასძლოა "დელტა შტამზე" 10-ჯერ უფრო გადამდები იყოს.