თეგებით ძიება
26. 11. 2021 COVID - 19

"მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი, ვინც პანდემიის ვითომ მმართველი გუნდის იურიუდიული პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს!!" - თამარ ჟამურაშვილი

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, თამარ ჟამურაშვილი კოვიდპანდემიაზე და კორონავირუსის ახალი შტამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

"SARS-CoV-2-ის ახლი ვარიანტი სამხრეთ აფრიკაში B.1.1.529
დიდი რაოდენიბის და საშიში მუტაციებით!!
სულ რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი შტამი უკვე ევროპაშია. ანუ ძალიან სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, მეტი ჯერჯერობით არაფერი ვიცით...

მივაქციოთ ყურადღება, ახალი ვარიანტბი და მუტაციები ძირითადად ქვეყნებში დაბალი ვაქცინაციით ვითარდება!!!

საქართველოში ამ დროს მიტინგების და შეკრებების ფონზე აბსურდული დისკუსია ორ მწვანე პასპორტზე...

ისმის კითხვა, განზრახ დაწყებული გენოციდი თუ მართლაც მძიმე ფორმის გონებაშეზღუდულობა?
ე.წ. „მუდმივი მწვანე პასპორტით“ სამი მიზანი იქნება მიღწეული:

1. მსხვერპლი გაიზრდება!!
2. ვაქცინაციის პროცესი კიდევ უფრო შენელდება!!!
3. მსოფლიოში მართლაც პირველები ვიქნებით გონებაშეზღუდულთა ქვეყნის სახელით!!!
‼ პანდემია, რომელიც ასეთ პატარა ქვეყანაში დიდი ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით მართლაც კარგად შეიძლებოდა მართულიყო მინიმალური მსხვერლით, ფაქტიურად ავტოპილოტზეც არ არის.

პანდემიის დასრულების შემდეგ, მე ვიქნები ერთ-ერთი პირველი და დარწმუნებული ვარ ბევრი ექიმი იგივე აზრზეა, ვინც პანდემიის ვითომ მმართველი გუნდის იურიუდიული პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს!!!

ხალხი იღუპება!! ოფიციალური დანაშაულია როგორც პანდემიის მმართველმა ინტერვიუს მიცემის გარდა არაფერი/ვერაფერი მოიმოქმედო და დამკვირვებლის როლი მოირგო!

ბევრი ადამიანი შეიძლებოდა გადარჩენილიყო, რომ არა ჩავარდნილი ვაქცინაციის კამპანია, არა ეს მიტინგები და არა ამპარტავნული დამოკიდებულება გაგვეთვალისწინებინა სხვა ქვეყნების მიდგომები!!

მომიტევეთ პირდაპირობა, ორწლიანი ზეზღურბლოვანი გაღიზიანების ბრალია...", - წერს ჟამურაშვილი ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა