თეგებით ძიება
27. 11. 2021 COVID - 19

"ახალი შტამი 500-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე პირველადი ვირუსი" – ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს მრჩეველი, ზაზა წერეთელის ინფორმაციით, Covid-19-ის ახალი ვარიანტის ძალიან სწრაფად ვრცელდება.

"მაშ ასე ახალი შტამის სახელია "ომიკრონი" და ის შეშფოთების ვარიანტად იქნა დასახელებეული "variant of concern". მისი მთავარი პრობლემაა გავრცელების სისწრაფე (იხილეთ გრაფიკი). და მუტაციების დიდი რაოდენობა, 2 ჯერ მეტი ვიდრე დელტა შტამის პირობებში და 500ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე პირველადი ვუჰანის ვირუსი.

ევროკავშირმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება რომ შეწყვიტოს სამხრეთ აფრიკიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან მგზავრების მიღება. უკან დაბრუნება შეუძლიათ მარტო ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, მაგრამ მიუხედავად თავის ვაქცინაციის სტატუსისა ყველას მოუწევს კარანტინი. ევროკავშირმა ასევე მოუწოდა თავის წევრ ქვეყნებს სასწრაფოდ გაზაროდს დარჩენილი ვაქცინაცის ტემპი და გაამკაცროს წესები, პირბადების ტარებასა და რაც მთავარია სახლიდან მუშაობაზე, მაშინ როცა ამის შესაძლბელობა არის (სხვათაშორის, საქართველომ სრულიად უგულვებელყო ეს მეთოდი, რომელსაც მსოფლიოს ყველა ქვეყანა იყენებს და თითქმის არ გამოუყენებია დისტაციურად მუშაობის მანდატორული მოთხოვნა)
ასეთი ამბები მსოფლიოში...კიდევ კარგი საქართველოს არ ანაღვლებს კოვიდი", - წერს წერეთელი.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა