თეგებით ძიება
27. 11. 2021 COVID - 19

1 550 თბილისი, 766 იმერეთი - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 440 კვლევა ტესტით, მათ შორის 29 899 კვლევა ანტიგენის ტესტით და 23 541 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.59%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.01% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.03%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

- თბილისი - 1 550

- აჭარა - 164

- იმერეთი - 766

- ქვემო ქართლი - 225

- შიდა ქართლი - 354

- გურია - 137

- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 333

- კახეთი - 257

- მცხეთა-მთიანეთი - 105

- სამცხე-ჯავახეთი - 139

- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 28

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 48 951, საიდანაც 6 515 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 654, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 371 პირი.

1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. 41 269 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 293 ადამიანი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 42 221, ხოლო საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 56 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა