თუ „ომიკრონი“ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „დელტა“, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება - ივანე ჩხაიძე
"თუ „ომიკრონი“ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „დელტა“, რისი წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება“ - ამის შესახებ იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
„ჯანმომ ამ შტამს ყველაზე მაღალი კატეგორია მიანიჭა, რომელიც არის „შეშფოთების“ ვარიანტი და ასევე მოულოდნელად მისცა ბერძნული ანბანის მე-15 ასოს სახელი „ომიკრონი“. ასეთი სწრაფი რეაგირება ჯანმოს არცერთ შტამზე არ მოუხდენია.
ეს მუტაცია მართლაც განსხვავებულია. დღეისთვის ითვლება, რომ ამ შტამს 50-მდე სხვადასხვა მუტაცია აქვს. თუ „ომიკრონი“ უფრო მეტად გადამდებია, ვიდრე „დელტა“, რისი წარმოდგენაც რამდენიმე კვირის წინ შეუძლებელი იყო, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერი ტალღა დაემუქრება“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.