კორონავირუსით კიდევ 56 ადამიანი გარდაიცვალა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 3 333 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 5 052 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 56 პაციენტი გარდაიცვალა.
27 ნოემბერს, საქართველოში კოვიდინფიცირების 4 058 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი, ხოლო 2 157 პირი გამოჯანმრთელდა.