ყველაზე საშიში შტამების სია - ჯანმომ "ომიკრონი" საშიშ კოვიდშტამად აღიარა
"ომიკრონი" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ყველაზე საშიში შტამების სიაში შეიყვანა.
ჯანმოს მონაცემებით, კორონავირუსის საშიშ შტამთა ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
"ალფა" (ბრიტანული) – აღმოაჩინეს 2020 წლის სექტემბერში დიდ ბრიტანეთში;
"ბეტა" (სამხრეთ აფრიკული) – აღმოაჩინეს 2020 წლის მაისში სამხრეთ აფრიკაში;
"გამა" (ბრაზილიური) – აღმოაჩინეს 2020 წლის ნოემბერში ბრაზილიაში;
"დელტა" (ინდური) – აღმოაჩინეს 2020 წლის ოქტომბერში ინდოეთში;
"ომიკრონი" – აღმოაჩინეს აფრიკის სამხრეთ რეგიონის ქვეყნებში 2021 წლის ნოემბერში.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალ შტამს, რომელიც მეცნიერებმა სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, "შეშფოთების ობიექტის" სტატუსი მიანიჭა. ის უკვე დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში.
COVID-19 პირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში 2019 წლის ბოლოს აღმოაჩინეს.