კლუბი "ბასიანი" 10 000 ლარით დააჯარიმეს
რეგულაციების დარღვევისთვის, შრომის ინსპექციამ კლუბი "ბასიანი" 10 000 ლარით დააჯარიმა.
კლუბთან დაწესებულების სტუმრები არიან შეკრებილი. ადგილზე შრომის ინსპექციის გამოჩენას მათი ხმაური მოჰყვა.
კლუბის წარმომადგენლებმა ადგილზე საპროტესტო ბანერები მიიტანეს. ისინი აცხადებენ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიუხედავად, დღეს დაგეგმილ ღონისძიებას მაინც ჩაატარებენ.