გორში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს
პოლიციამ 1956 წელს დაბადებული გ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქალაქ გორში, თავისივე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი - 1967 წელს დაბადებულ ს.ქ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიციამ გ.ძ. ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.