სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა
ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა აკო ჭელიძემ სასამართლო პროცესზე, კვარაცხელიას განზრახ მკვლელობა აღიარა.
კვარაცხელიას საქმის პროკურორი ამბობს, რომ ბრალდებულ აკო ჭელიძის მხრიდან აღიარება მკაცრი სასჯელისგან თავის არიდებას ემსახურება.