თეგებით ძიება

“ის ქართველია” – ქსენოფობიური განცხადების გამო უკრაინელი ტელეწამყვანი ეთერიდან მოხსნეს

უკრაინული ტელეკომპანია “რადას” ტელეწამყვანი ვლადიმირ პეტროვი ტელეეთერიდან მოხსნეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზად არხი წესდების დარღვევა სახელდება.

უფრო კონკრეტულად კი ტელეწამყვანი ღია ეთერში გაკეთებული გამონათქვამების გამო დაისაჯა. ცნობილია მის 2 გამონმათქვამი, პირველი – ანგელა მერკელის მისამართით გაჟღერებული შეურაცმყოფელი რეპლიკა – “ნამდვილ სიღორეზე” და მეორე, ქსენოფობიური ფრაზა – “ის ქართველია”.

“იყო სარედაქციო თათბირი, რომელზეც გადაწყდა, რომ პეტროვის გამონათქვამები არხის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვლადიმირ პეტროვს ტელეკომპანია “რადას” ეთერში არხის განახლების შემდეგ, საღამოს შოუ უნდა წაეყვანა.

რუსთავი 2


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა