თეგებით ძიება

პოლიციელი, რომლის გასროლასაც სახლში მყოფი ქალი ემსხვერპლა, გამოუშვეს

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პოლიციელი, რომლის გასროლასაც საკუთარ სახლში მყოფი ქალი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედა ემსხვერპლა, თავისუფალია.

შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს, აღდგომის დღის საღამოს, დაახლოებით 21:00 საათზე მოხდა.

თამარ ანთელავა საცხოვრებელი კორპუსში, მე-7 სართულზე, მოხუც დედასთან ერთად იყო, როცა ტყვია მოხვდა. ამ დროს ქვეყანაში სრული ლოკდაუნი იყო გამოცხადებული. ქუჩებში მოძრაობა არ შეიძლებოდა და თბილისელების უმრავლესობა სახლიდან არ გადიოდა.

როგორც აღმოჩნდა, ის შსს-ის თანამშრომლის, სიმონ გაბრიაძის მიერ უმისამართლოდ ნასროლ ტყვიას ემსხვერპლა. გაბრიაძე მთვრალი აივანზე გავიდა და “ვიკინგის” (Mр-446) ტიპის სამსახურებრივი იარაღით უმისამართოდ 13-ჯერ ისროლა. ერთ-ერთმა ტყვიამ მოკლა თამარ ანთელავა.

გაბრიაძე დააკავეს. პროკურატურამ მას თავდაპირველად ბრალი სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით წარუდგინა. მოგვიანებით ბრალდება შეიცვალა და 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირდა.

სასამართლომ საქმე სწორედ ამ მუხლით განიხილა, გაბრიაძე გაამტყუნა და 2021 წლის იანვარში 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

რადიო თავისუფლებისთვის ექსკლუზიურად მიწოდებული ინფორმაციით, პოლიციელი სოსო გაბრიაძე დაკავებიდან 15 თვეში, 2021 წლის ივლისში ციხიდან გაათავისუფლეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა