თეგებით ძიება

კრიმინალური ვენდეტა ათენში - ვინ დგას "კანონიერი ქურდის" მკვლელობის უკან?

კრიმინალური ვენდეტა ათენის ცენტრში - "ტვ პირველმა" ე.წ. კანონიერი ქურდის, 42 წლის შოთა თევდორაძის ლიკვიდაციის სავარაუდო მოტივი დაადგინა.

არ არის გამორიცხული, რომ "კრიმინალური ავტორიტეტის" შეკვეთილი მკვლელობის უკან, "ქართული მაფიის" წევრები იდგნენ.

რაც შეეხება მოტივს, ერთ-ერთი ვერსიით, შოთა თედორაძე საკონტროლო ტყვიით, შურისძიების ნიადაგზე მოკლეს. მას 4 ტყვია ცოლისა და 5 წლის ბავშვის თვალწინ დაახალეს.

"პირველების" ინფორმაციით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობა შესაძლოა წარსულში არსებულ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს. როცა თედორაძემ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვაჟა ბიგანიშვილის ნათლული ცემა. მაშინ ამ დაპირისპირების გამო, გეგა მოდებაძეს, იგივე "გეგა ოზურგეთსკის" ე.წ. ქურდული სტატუსი შეუჩერეს. სავარაუდოდ, საბერძნეთში, ქართველი კრიმინალების ნათლიმამას სწორედ ეს ფაქტი არ აპატია.

ბერძნული მედია სასტიკი მკვლელობის კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, შოთიკო თედორაძე ნარკოკარტელში იყო ჩართული და სწორედ ამ საქმეს შეეწირა.

ქუთაისში, თევდორაძის ახლობლები ადასტურებენ, რომ ის "ქურდული სამყაროს" წარმომადგენელი იყო,თუმცა ნარკოტიკებთან კავშირს გამორიცხავენ.

ბერძენი სამართალდამცავები თავდამსხმელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებს. ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღიც, რომელსაც ექსპერტიზა უტარდება.

თვითმხილველები ამბობენ, რომ 4-5 გასროლის ხმა და ქალის განწირული ყვირილი გაიგეს. 41 წლის ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის ცხედარი ამ დროისთვის პროზექტურაშია მოთავსებული, მას სამშობლოში სავარაუდოდ მომავალ კვირას ჩამოასვენებენ.


წყარო - "ტვ პირველი"


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა