თეგებით ძიება
16. 01. 2022 COVID - 19

"ძალიან ბევრი საკითხია უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ... და მერე ნუ ვიტყვით, რომ საზოგადოება რაღაცაში არ გვიჯერებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს" - ექიმი

ენდროკინოლოგი, ლაშა უჩავა კორონავირუსის ტესტირებებთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე სოციალურ ქსელში წერს:

"გავიგეთ, რომ პჯრ (PCR) -ით შეიძლება ვერ დადასტურდეს ჩივილების კასკადი და მოვიდეს უარყოფითი პასუხი, მიუხედავად ამისა ჩვენ მას განვიხილავთ, როგორც კოვიდ-ინფიცირება და აქვე მაინტერესებს რამოდენიმე საკითხი:
1. ეს ადამიანები ირიცხებიან კოვიდ სტატისტიკაში?
2. ეს ადამიანები დგებიან აღრიცხვაზე ოჯახის ექიმთან?
3. თუ პირველი ორი საკითხი არ დგება დღის წესრიგში, მაშინ რატომ ვთვლით მათ კოვიდინფიცირებულებად?
….. და ძალიან ბევრი სხვა საკითხი არის უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ, რომელზეც საზოგადოებას პასუხები არ აქვს და მერე ნუ ვიტყვით, რომ საზოგადოება რაღაცაში არ გვიჯერებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს, თუნდაც ვაქცინაციის ნაწილში.
დიახ, როდესაც არსებობს კითხვები მას უნდა გაეცეს პასუხი
მადლობ", - წერს მედიკოსი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა