"სკოლების საყურადღებოთ! ვფიქრობ, საქართველოში სკოლების დაწყებასთან ერთად კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში სასწავლო პროცესის განახლებაზე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და ამით გამოწვეულ ინფიცირების გაზრდის რისკებზე საუბრობს.
"სკოლების საყურადღებოთ !
- ბოლო კვლევა ბრიტანეთის (ოქსფორდის) და ამერიკის (კოლორადო ბოულდერ) უნივერსიტეტებიდან❗️
- კვლევა აჩვენებს ინფიცირების ალბათობას. გააჩნია, თუ რა გარემოში ხართ❗️
- ვფიქრობ, საქართველოში სკოლების დაწყებასთან ერთად კოვიდით ინფიცირების ალბათობა საკმაოდ მაღალია და ზემოაღნიანული კვლევა უნდა იქნას გამოყენებული თითოეულ სკოლაში, რათა შესაძლო რისკები შემცირდეს.
- ასევე, კვლევამ აჩვენა რომ სამედიცინო პირბადე, ნაკლები ლაპარაკი (სკოლაში ეს როგორ მოხერხდება, არ ვიცი ???? ), დისტანციის დაცვა და ერთ სივრცეში ნაკლები ხნით გაჩერება ამცირებს კოვიდის გავრცელების რისკებს.
- რისკები იზრდება თუ:
არ ვიყენებთ სამედიცინო პირბადეს
- სპორტული ვარჯიშების დროს
- სიმღერის დროს
- ყვირილისას
- დახურული სივრცეში ვენტილაციის გარეშე ყოფნის დროს (სივრცე ყოველ 10 წუთში სივრცე უნდა განიავდე აუცილებელია:
- პერსონალური ჰიგიენის დაცვა
- საპირფარეშოების მკაცრი ჰიგიენური ნორმების და განიავების სტანდარტების დანერგვა
ჯანმრთელობას გისურვებთ …", - წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი.