თეგებით ძიება
18. 01. 2022 COVID - 19

ბუსტერ დოზა თითქმის აორმაგებს ვაქცინაციის დამცველობით ეფექტს - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინის ბუსტერ დოზა კორონავირუსისგან დაცვის ეფექტს აორმაგებს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.


“ვაქცინირებულებში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მინიმალურია, პრაქტიკულად არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ომიკრონის წინააღმდეგაც ვაქცინაციის ეფექტურობა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჰოსპიტალიზაციის და მძიმე შემთხვევების თავიდან აცილების კუთხით.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, ბუსტერ დოზის აუცილებლობის შესახებ. ბუსტერ დოზა თითქმის აორმაგებს ვაქცინაციის ეფექტს, დამცველობით ეფექტს, ამდენად მნიშვნელოვანია ბუსტერ დოზების გაკეთების გააქტიურება”, - განაცხადა მან.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა