დღიურად მოსალოდნელია კორონავირუსის 20 ათასი შემთხვევა - ექიმების პროგნოზი
ეპიდემიოლოგები კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის პიკს იანვრის ბოლოდან ვარაუდობენ. ექიმების თქმით, სტატისტიკა, რომელიც ყოველდღიურად ვრცელდება რეალობასთან შეუსაბამოა და სინამდვილეში ინფიცირებული ბევრად მეტია. მათი თქმით, მოსალოდნელია ყოველდღიურად 20 ათასი შემთხვევა დადასტურდეს. ექიმები და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ და ამბობენ, რომ "ომიკრონის" გავრცელება ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.
"დღეს არის მაქსიმალური რაოდენობის შემთხვევები, სხვადასხვა პროგნოზები გაცილებით უფრო მაღალ რიცხვებზე მიუთითებენ იანვრის ბოლო და თებერვლის დასაწყისი იქნება ალბათ პანდემიის ისტორიაში საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.სავარაუდოდ დღეში შეიძლება იყოს არა 7 ათას 500 არამედ, 10 ან 15 ათასი ინფიცირებული გვყავდეს", - ამბობს ივანე ჩხაიძე.
ექიმები მოითხოვენ, რომ ვირუსის გამოვლენის გასაზრდელად PCR ტესტირება უფასო გახდეს.
"შემთხვევები შეიძლება იყოს 3-ჯერ და 5-ჯერ მეტი. PCR ტესტირება აუცილებლად უფასო უნდა გახდეს", - ამბობს ექიმი ლევან ფერაძე.