თეგებით ძიება

სააკაშვილთან მიმართებით კვლავ შეუსრულებელია ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე გაცემული რეკომენდაციები - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის მეთოდოლოგიის შესახებ ისაუბრა.

„სახალხო დამცველის, ექიმთა და ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმა რუსთავის მე-12 დაწესებულებაში. ეს არის მესამე ვიზიტი, რაც ამ ჯგუფმა განახორციელა შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ. დღეს წარმოვადგენთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშს.

ამ სამი ვიზიტის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა, ძირითადად პაციენტი მედიკამენტოზურ მკურნალობაზე იმყოფება, თუმცა კვლავ შეუსრულებელია ჩვენს მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროებაზე. აღნიშნული სამედიცინო სერვისის მიწოდება არ ხორციელდება.

ამიტომ, თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, არ ვაპირებთ რომ კიდევ დამატებით განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან რომ სამმა ვიზიტმა დაგვანახა რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით ცვლილებები არ არის. ამიტომ, შეგიძლიათ ჩათვალოთ რომ ამ ეტაპისათვის ეს ანგარიში, შეფასებები და რეკომენდაციები შემაჯამებელი იქნება პაციენტის მდგომარეობის შესახებ“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა