თეგებით ძიება

ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სასამართლოს კრიტიკის უკან პოლიტიკური ინტერესია - ირაკლი კობახიძე ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ როცა ასეთი თეთრი ძაფით ნაკერი დანაშაული გაქვს ჩადენილი და სასამართლოს ადანაშაულებ ამაში, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სასამართლოს კრიტიკის უკან პოლიტიკური ინტერესია.


„როდესაც ეს ადამიანები ასეთ დროს აკრიტიკებენ, ბუნებრივია სხვანაირად ვერ იზამენ, იმიტომ რომ არიან პოლიტიკური ინტერესის მქონე პირები და აქვთ ჩადენილი დანაშაული. თავის თავს ხომ არ დააბრალებენ, ბუნებრივია, უნდა დააბრალონ სასამართლოს, ძალიან მარტივი ლოგიკაა, მაგრამ როდესაც, 17 მილიონი გამოგაქვს ბანკიდან, გვერდიდან, შენს მეგობარს იხმარ ამაში, იმ დღეს ის სესხს გაძლევს, მერე ჩამოწერა ხდება, ბანკს აზიანებ ამით და დაზარალებულია ბანკი ხომ? ამით ზარალდება ბანკის ყველა პოტენციური თუ მოქმედი კლიენტი, ასეთი თეთრი ძაფით ნაკერი დანაშაული როცა გაქვს ჩადენილი და მერე კიდევ სასამართლოს ადანაშაულებ ამაში, ეს ყველაფერი აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ სასამართლოს კრიტიკის უკან პოლიტიკური ინტერესია. თუ, ვინმეს სასამართლოს კრიტიკა უნდა, კეთილი ინებონ და წარმოადგინონ ფაქტები. წლებია, ფაქტების გარეშე კრიტიკას ვისმენთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა